HACCP – პრინციპები და მართვა

230.00

HACCP-ის პრინციპებისა და მართვის ტრენინგი  შექმნილია იმისთვის, რომ შეისწავლოთ როგორ დანერგოთ,განავითაროთ და შეინარჩუნოთ საფრთხის ანალიზის და  კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP).

ტრენინგი შემდგარია  16 სასწავლო მოდულისგან, რომელიც მოიცავს HACCP-ის სისტემის 5 მოსამზადებელ საფეხურს და 7 პრინციპს. მოწოდებულია პრაქტიკული მაგალითები და ონლაინ აქტივობები სისტემის უკეთ შესწავლისათვის.

არ არის მარაგში

კატეგორია:

აღწერა

მონაწილეები აგრეთვე შეისწავლიან HACCP-ის და წინასწარი აუცილებელი პროგრამების მართვის ტექნიკას, რათა უზრუნველყონ სასურსათო პროდუქტების უვნებლად წარმოება და მომხმარებლისათვის მიწოდება.

აღნიშნული ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს :

1. შესავალი HACCP-ში
2. წარმოების,ჰიგიენის და დისტრიბუციის სანიმუშო პრაქტიკა
3. ჰასპის ჯგუფის შექმნა,პროდუქტის სპეციფიკაციების შემუშავება, ბლოკსქემის შემუშავება
4. Საფრთხის იდენტიფიკაცია
5. საფრთხის ანალიზი
6. კონტროლის ზომები
7. როგორ განვსაზღვროთ კრიტიკული საკონტროლო წერტილები?
8. შესაბამისი კრიტიკული ზღვრების დაწესება და მათი ვალიდაციის დოკუმენტირება
9. ეფექტური მონიტორინგის პროცედურების შემუშავება
10. HACCP გეგმის შექმნა და იმპლემენტაცია
11. დოკუმენტაცია და ჩანაწერების წარმოება
12. HACCP გეგმის შენარჩუნება
13. სასწავლო ხაზი,ტრენინგების სისტემა და წარმოების პერსონალი
14. HACCP და მარეგულირებელი ორგანო
15. შემთხვევის შესწავლა,მართვა და  აქტივობების მართვა

ტრენინგის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ :
• დამოუკიდებლად შექმნათ და  მართოთ  ჰასპის ჯგუფი
• შეიმუშაოთ სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა
• დანერგოთ და მართოთ შექმნილი ჰასპის სისტემა
• გაატაროთ ეფექტური ღონისძიებები სურსათის უვნებლობის მისაღწევად
• დააკმაყოფილოთ საკანონმდებლო რეგულაციები

ვის შეუძლია ტრენინგში მონაწილეობის მიღება ?
ტრენინგი განკუთვნილია  მათთვის, ვინც პასუხისმგებელია სურსათის უვნებლობის, HACCP-ის, ხარისხის სისტემების და პროცესების განხორციელებასა და მართვაზე. ესენია :

1.  HACCP ჯგუფის ლიდერები
2   სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სისტემის თანამშრომლები და მენეჯერები
3.  ტექნიკური მენეჯერები
4.  შესყიდვების პერსონალი
5.  პროდუქტის განვითარებისა და ინოვაციების მენეჯერები
6.  კვების ტექნოლოგები, რომელთაც სურთ ცოდნის გაუმჯობესება და სურსათის უვნებლობის სისტემის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.
7. შესაბამისი პროფილის  სტუდენტები

8. კვების ობიექტების მენეჯერები და პერსონალი

📍 ტრენინგის ხანგრძლივობა – 15 საათი
📅 ჩატარების თარიღი : 18 – 22 აპრილი 2023 წელი
👉 რეგისტრაციის პერიოდი : 09.03.2023 – 12.04.2023
🕖 დაწყების დრო : 19 სთ 00 წთ
🕖 დასრულების დრო : 22 სთ 00 წთ
🖥 ჩატარების ადგილი : ონლაინ ( ZOOM )
💶 მონაწილეობის საფასური : 230 GEL

ტრენინგის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილე მიიღებს სასწავლო მასალებს და სწავლების დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს.
ტრენინგის ბოლო დღეს სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში,
რომელზეც ტესტირების საფუძველზე გამოვლინდება საპრიზო 1-ელი,მე-2 და მე-3 ადგილი.
გამარჯვებულებს ადგილების მიხედვით გადაეცემათ შესაბამისი პრიზი HACCP – ის სისტემის დანერგვის სერვისზე.
1 ადგილი : 100% – იანი დაფინანსება
2 ადგილი : 50% – იანი დაფინანსება
3 ადგილი : 30% – იანი დაფინანსება

მიხეილ ბეღელაძე

CEO, Food Safety & Quality Manager

სოფიო გოხელაშვილი

BUSINESS CONSULTANT