საიტზე მიმდინარეობს სამუშაოები

ახალი რეგულაცია: საქართველოს სურსათის ბიზნესის ოპერატორებმა HACCP სისტემა 2023 წლის ივნისამდე უნდა დანერგონ

სურსათის მწარმოებელ  ყველა ბიზნესოპერატორს ეკისრება ვალდებულება,  საფრთხის ანალიზისა და       კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა  (HACCP)  2023 წლის  1 ივნისამდე  დანერგოს. 

ახალი რეგულაცია გავრცელდება  შემდეგ ბიზნესოპერატორებზე:

  • სასურსათო მაღაზია, მარკეტი; თაფლის რეალიზაცია; ნახევარფაბრიკატების რეალიზაცია; ბავშვთა კვების წარმოება, რეალიზაცია, რძითა და რძის პროდუქტებით ვაჭრობა, ხილ-ბოსტნეულის რეალიზაცია;
  • აგრარული ბაზარი; დახლზე ვაჭრობა, ხორცის რეალიზაცია;
  • ბადაგისა და ჩურჩხელის წარმოება;
  • კვების პროდუქტების შენახვა, შეფუთვა, დაფასოება;
  • მცენარეული ცხიმის, მაიონეზის, ზეთის, მარგარინის წარმოება;
  • საქართველოს ტერიტორიაზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ნიგვზის, თხილის, მზესუმზირის და მისთანების გადამუშავება, რეალიზაცია;
  • პურ-ფუნთუშეულის წარმოება, ფქვილოვანი პროდუქციის წარმოება,  პურის საცხობი, თონე, არახანგრძლივი შენახვის საკონდიტრო ნაწარმის წარმოება, ბურბუშელას წარმოება, ფქვილის, ბურღულეულის წარმოება, მარცვლეულის, ფქვილის რეალიზაცია, ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრების წარმოება; ხანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის და ნამცხვრების წარმოება, პურის დისტრიბუცია, პურ-ფუნთუშეულით ვაჭრობა, საკონდიტრო წარმოება, შოკოლადის წარმოება, წისქვილი;
  • საკონსერვო წარმოება;
  • სუნელ-სანელებლების წარმოება, დაფასოება, შენახვა, რეალიზაცია; საკვებდანამატების წარმოება, შენახვა, რეალიზაცია; აჯიკის, მდოგვის, სვანური მარილის წარმოება, დაფნის ფოთლის წარმოება, რეალიზაცია;
  • უალკოჰოლო სასმელების, ბოთლის სასმელი წყლის წარმოება, ყავის და ჩაის გადამუშავება, რეალიზაცია, დისტრიბუცია, ცენტრალიზებული წყალმომარაგება;
  • შაქრის, მარილის წარმოება;
  • გამომშრალი ხილის წარმოება, ჩიფსის წარმოება.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი  თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესაბამისად, HACCP-ის სისტემის დანერგვა სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორთან ეტაპობრივად მიმდინარეობს.

2015 წლიდან  HACCP სავალდებულოა ნედლი რძის თერმულად გადამამუშავებლებისა და ცხოველთა სასაკლაოებისთვის;

2019 წლიდან – ექსპორტისთვის განკუთვნილი თხილის გულისა და გადამუშავებული თხილის გულის დამამზადებლებისთვის;

2021 წლის იანვრიდან – ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოება ან/და გადამმუშავებლებისთვის;

2021 წლის ივნისიდან სურსათის  წარმოება/გადამმუშავებლებისთვის საცალო ვაჭრობის პუნქტში.